შსს გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს - კვირის პალიტრა

შსს გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

შსს გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს.

გორში 25 ოქტომბერს, შუადღისით გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

1984 წელს დაბადებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია. მომხდარზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.