"მი­თხრა, ყა­ჩა­ღო­ბის თუ გა­მო­ძალ­ვის მუხ­ლით ვი­ყა­ვი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, ზუს­ტად არ მახ­სოვ­სო" - რას ამბობს 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"მი­თხრა, ყა­ჩა­ღო­ბის თუ გა­მო­ძალ­ვის მუხ­ლით ვი­ყა­ვი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, ზუს­ტად არ მახ­სოვ­სო" - რას ამბობს 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძის ადვოკატის განცხადებით, მან ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა. როგორც Ambebi.ge-ს მაია გრიგოლაშვილმა განუცხადა, ბრალდებული მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.

ადვოკატის განცხადებით, ნებიერიძეს იმ საქმესთან დაკავშირებითაც ესაუბრა, რაზეც ის წლების წინ იყო გასამართლებული.

"მითხრა, ყაჩაღობის თუ გამოძალვის მუხლით ვიყავი გასამართლებული, ზუსტად არ მახსოვსო. რაც შეეხება რვა წლის გოგონას საქმეს, ამასთან დაკავშირებით ის საერთოდ არ საუბრობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ" - აღნიშნა მაია გრიგოლაშვილმა. იაგო ნებიერიძეს ბრალი დაკავებიდან 48 საათში წარედგინება. განაგრძეთ კითხვა