რას აცხადებს გიორგი გახარია 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს გიორგი გახარია 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე?

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, დაღუპული 8 წლის გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა.

"გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად, გამოძიება ახლა გრძელდება. ეს უდიდესი ტრაგედიაა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მთელ გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო, და პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს და პირად შემადგენლობას, რომელმაც ძალიან აქტიური მუშაობით შედეგად პირველადი შედეგი დადო. რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გამოძიება გრძელდება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ შედეგი იყოს უზუსტესად დადასტურებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გორში 8 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 33 წლის წარსულში ნასამართლევი პირია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

ძარცვა-ყაჩაღობის 17-მდე ეპიზოდი და 9-წელში მოხდილი 18-წლიანი პატიმრობა - რის საფუძველზე გაათავისუფლეს ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული?