გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - კვირის პალიტრა

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი გუშინ დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"