ზაზა სარალიძეს ბრალი წარედგინა - კვირის პალიტრა

ზაზა სარალიძეს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინა, თუმცა სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოეხსნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.

"ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში, სადაც სარალიძე ამ დრომდე რჩება. მას ბრალი წაურდგინეს 353-ე პრიმას პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალს არ ვეთანხმებით, არასწორ ფაქტებს შეიცავს, დამახინჯებულია ფაქტები. საპატიმრო ღონისძიება სასამართლო პროცესამდე მოეხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ პალატის კართან ბადრაგი არ იცავს. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება", - განაცხადა ლონდარიძემ.

ამასთან, ინგოროყვას საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის საავადმყოფოში რჩება.