სოფელ მატანში დენის დარტყმის შედეგად 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

სოფელ მატანში დენის დარტყმის შედეგად 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ მატანში, დენის დარტყმის შედეგად 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

"ინტეპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს ახალგაზრდას ურმით შეშა მიჰქონდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.