ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, აქედან ერთი ტრაილერია - კვირის პალიტრა

ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, აქედან ერთი ტრაილერია

ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, აქედან ერთი ტრაილერია. მომხდარიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ოთხმა ადამიანმა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა სააავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ბრიგადაც. ამ ეტაპზე ქვემო ფონიჭალაში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აღდგენილია.

"ინტერპრესნიუსი"