ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა გარეგანათების ბოძს შეეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება.

მომხდარზე შს სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.