"ჩვენს დროს გირგვლიანის მკვლელები გასამართლდნენ, მაგრამ მაჩალიკაშვილის მკვლელი არ გასამართლებულა" - კვირის პალიტრა

"ჩვენს დროს გირგვლიანის მკვლელები გასამართლდნენ, მაგრამ მაჩალიკაშვილის მკვლელი არ გასამართლებულა"

ჩვენს დროს გირგვლიანის მკვლელები გასამართლდნენ, მაგრამ მაჩალიკაშვილის მკვლელი არ გასამართლებულა!, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პატარ-პატარა მხედრიონი ჰყავს, რომელსაც საჭიროებისამებრ იყენებს.

“ხალხს მობეზრდა ლაყაფი. ჩვენს დროს გირგვლიანის მკვლელები გასამართლდნენ, მაგრამ მაჩალიკაშვილის მკვლელი არ გასამართლებულა! დავინახეთ თუ რა პერიფერიებია ამ საქმეში და აქ მარტო მერაბიშვილის გაყვანა კი არა, ბევრი პერიფერია ყოფილა და ვნახეთ, რა კომპრომატები აქვს ამ ადამიანს. ამ ადამიანებს აქვთ თავისი პატარა „მხედრიონები“. რადგან ამბობს, სად არის „მხედრიონი“?! არა ბატონო, ისე აღარ არის „მხედრიონი“, რადგან ჩვენ გავწმინდეთ კრიმინალი, მაგრამ დაფიქსირებულია, თუ როგორ გაიტანეს ბანკიდან მილიონები, როგორ ეზიდებოდნენ ამას ავტომატიანი ადამიანები. ჯერ გვეგონა მარტო ფარცხალაძე, მერე გაირკვა, რომ სუბელიანი, ახლა გაირკვა ენზელ მკოიანი. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა! ამას ჩვენ არ შევუშინდებით!“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.