პოლონეთში 28 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი კიევში დააკავეს - კვირის პალიტრა

პოლონეთში 28 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი კიევში დააკავეს

28 წლის პოლონელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის პოლიცია ავრცელებს. ეჭვმიტანილის დაკავება დღეს მოხდა.

"დაკავება შესაძლებელი გახდა უკრაინის პოლიციასთან სამაგალითო თანამშრომლობის, უკრაინაში საქართველოსა და პოლონეთის სამეკავშირეო ოფიცერის მხარდაჭერისა და ინტერპოლის სათაო ოფისის თანამშრომლობის მეშვეობით“, - ნათქვამია პოლონეთის პოლიციის განცხადებაში.

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივი პროკურატურა 39 წლის მამუკა ხეცურიანს ადანაშაულებს.

"ქალი ნაცემია და გაუპატიურებული. სიკვდილი ყელის არეში ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია“, - აცხადებს ლოძის პროკურორი კშიშტოფ კოპანია.

პოლონური მედია წერდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

იხილეთ ვიდეო