რატომ მივიდა თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ეკა გიგაური? - კვირის პალიტრა

რატომ მივიდა თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ეკა გიგაური?

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც ცნობილია, ეკა გიგაურმა სამართალდამცავებს "ფეისბუკში" მიღებული მუქარის შემცველი შეტყობინების გამო მიმართა.

"მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, სადაც იგი არასამთავრობო სექტორს ფაშისტებს ეძახდა, ამის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი აგრესიული გზავნილი მივიღე ჩემს "ფეისბუქზე", ასევე მივიღე მუქარის გზავნილი და ზუსტად, ამის გამო მივმართე საგამოძიებო ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს საკითხი. ამ მუქარაში გამოიყენებოდა ზუსტად ის სიტყვები, რომელსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ამას კიდეც ემატებოდა მუქარის შემცველი სიტყვები. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, რომ მიმემართა საგამოძიებო ორგანიებისთვის.

ზოგადად, თავდასხმები სულ მიმდინარეობს პირადად ჩემზე და არასამთავრობო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებზე, მაგრამ ეს იყო ერთი მუქარა. კონკრეტული პირის "პროფაილი" იყო. გადავედი და მოქმედი (პროფაილ გვერდი) იყო. თუ არ არის მოქმედი გვერდი და " ფეკია", მაშინ ვიღაცის დავალებულია, მაგრამ მე რაც ვნახე, მოქმედია", - განაცხადა გიგაურმა.