ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს? - კვირის პალიტრა

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს?

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დაკავებულია. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ორივე მათგანი ფინანსური დანაშაულისთვის არიან დაკავებული.

AMBEBI.GE დამატებით დეტალებს ამ წუთებში შესაბამის უწყებებთან არკვევს.

სამართალდამცველებმა გია გულორდავა და ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გამოკითხეს.

Ambebi.ge

იხილეთ ასევე: სუს-ი ზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს