ორი გარდაცვლილი, ერთი მძიმედ დაშავებული - ავარია ქედაში - კვირის პალიტრა

ორი გარდაცვლილი, ერთი მძიმედ დაშავებული - ავარია ქედაში

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ დოლოგანში მილს დაეჯახა. ფაქტზე საქართვეოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 276-ე მუხლის 5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.