მშობლების ნაცემი სამი წლის ბავშვი კომაშია - კვირის პალიტრა

მშობლების ნაცემი სამი წლის ბავშვი კომაშია

ექიმების თქმით, სამი წლის ბიჭს, რომელიც დედამ და მამინაცვალმა სცემეს, დიდხანს და სასტიკად აწამებდნენ.

სასწრაფო მამინაცვალმა გამოიძახა, ხოლო 20 წლის დედამ ექიმებს განუცხადა, ბიჭი სკამიდან გადმოვარდა და გონება დაკარგაო.

- ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, ხრიალებდა და კრუნჩხვები ჰქონდა.  ამდენი რტყმისგან თავი მთლად დარბილებოდა. 30-წლიანი პრაქტიკის მანძილზე მსგავსი რამ პირველად ვნახე, - ტირილს ძლივს იკავებდა ექიმი, - პაწიას ცემისგან თავი გაუსივდა და კომაში ჩავარდა.

მეზობლების თქმით, თავიდან ბავშვს დედა კარგად ეპყრობოდა, მაგრამ მეორედ გათხოვების შემდეგ ძლიერ შეიცვალა.

-“ხშირად მესმოდა ბავშვის ტირილი და დედის ყვირილი, მაგრამ სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა არ მინდოდა. ახლა მარინა მეორე ბავშვს ელოდება და ეტყობა ნიკიტა მისთვის არასასურველი გახდა, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ამჟამად დედა (თუ შეიძლება მას დედა ეწოდოს) და მამინაცვალი რუსეთის სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან.