"როდესაც ნებიერიძემ ბავშვი მოიტაცა, მკვლელობამდე ვიდეოები გადაიღო" - რას ამბობს გორში მოკლული გოგონას პაპა? - კვირის პალიტრა

"როდესაც ნებიერიძემ ბავშვი მოიტაცა, მკვლელობამდე ვიდეოები გადაიღო" - რას ამბობს გორში მოკლული გოგონას პაპა?

გორში მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახის წევრები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, დაკითხვაზე იმყოფებიან.

მათთან ერთად პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა დეტალებზე აქვს კითხვები გამოძიებას.

პოლიციის შენობასთან იმყოფება მოკლული გოგონას პაპა ხვიჩა ბერიაშვილი.

მისი განცხადებით, ოჯახს იმ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით აქვს კითხვები, რაც სავარაუდოდ, ბრალდებულმა გადაიღო.

"მე აუცილებლად მინდა გამომძიებელთან შეხვედრა. გვაქვს ინფორმაცია, რომ როდესაც ნებიერიძემ ჩემი ძმის შვილიშვილი მოიტაცა, მკვლელობამდე გარკვეული ვიდეოები გადაიღო. სწორედ ამ კადრების ნახვა მინდა. მანამდე აქედან არ წავალ", - განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"