ოთხი წლის ბიჭი დედინაცვალმა სასტიკად სცემა - კვირის პალიტრა

ოთხი წლის ბიჭი დედინაცვალმა სასტიკად სცემა

ოთხი წლის ბიჭი, რომელიც უმძიმესი ტრავმებით სპერანსკის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მიიყვანეს, ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს.

ბიჭუნამ აღიარა, რომ მთვრალმა დედინაცვალმა სცემა. დედინაცვალსაც და მამამისსაც ბავშვთან სასტიკი მოპყრობისთვის ციხე ელით.

ბავშვს სხეულზე საღი ადგილი”არ ჰქონდა დარჩენილი. მარჯვენა თვალით ვეღარ ხედავდა. ექიმებმა მას ქალატვინის დახურული ტრავმა, სასქესო ორგანოების დაჟეჟილობები და სახის თერმული დამწვრობა აღმოუჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები და ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ბავშვი ნაცემია, დედინაცვალი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ბიჭუნა კიბიდან გადმოვარდა!).