მოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატი:"არსებობს გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა" - კვირის პალიტრა

მოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატი:"არსებობს გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა"

შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის მამის გამოკითხვა დასრულდა. მიხეილ ბერიაშვილთან ერთად მოკლული ბავშვის ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც იგი თავად იღებდა და სწორედ ამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჩადენილია გარყვნილი ქმედება.

"რაც შეეხება გამოკითხვას, მოხდა მამის გამოკითხვა. კითხვები იყო შემდეგი ტიპის: იცნობდა თუ არა ბრალდებულს, ჰქონდა თუ არა მასთან რაიმე სახის შეხება, იმ სახლთან ხომ არ ჰქონდა შეხება, სადაც ბრალდებული მუშაობდა და ა.შ. რაც შეეხება საქმის მასალებს, გავეცანი საქმის მასალებს. როგორც მოგეხსენებათ, ბრალდებულს ბრალად აქვს შერაცხული გარყვნილი ქმედება და საქმის მასალებითაც დასტურდება ეს. არსებობს გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა და სწორედ ამ ვიდეოს გამო შეერაცხა მას ეს ბრალად", - განაცხადა მოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

"ინტერპრესნიუსი"