რატომ შეეფარდა ოთარ ფარცხალაძეს გირაო? - რას ამბობს პროკურორი? - კვირის პალიტრა

რატომ შეეფარდა ოთარ ფარცხალაძეს გირაო? - რას ამბობს პროკურორი?

მთავარ პროკურატურაში უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე განცხადება გაკეთდა.

როგორც ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადეს, ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცესმის ფაქტზე, 5000-ლარიანი გირაო ოთარ ფარცხალაძის გარდა მიხეილ ჩოხელსაც შეეფარდა.

"აღნიშნული საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ "ელ - ცენტროში" მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდიას," - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის მიერ განხორციელებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, რის გამოც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაინიშნა.

"ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპეტრტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მიერ ლაშა თორდია დაზარალებულად იქნა ცნობილი და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ 5000 - 5000 ლარის ოდენობით გირაო. მინდა მოგახსენოთ, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2018 წლის 20 დეკემბერს", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.