რუსეთში შაქრო კალაშოვის "ტიტულოვანი" ნათესავი დააკავეს - რა დაპირისპირება ჰქონდა "კანონიერ ქურდს" ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან?
რუსეთში შაქრო კალაშოვის "ტიტულოვანი" ნათესავი დააკავეს - რა დაპირისპირება ჰქონდა "კანონიერ ქურდს" ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან?
ფოტო:შაქრო კალაშოვი, შალვა ოზმანოვი
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, კრასნოდარში 32 წლის "კანონიერი ქურდი" შალვა ოზმანოვი იგივე "კუსო ტბილისკი" იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

როგორც ცნობილია, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი შალვა ოზმანოვი ე.წ. კანონიერ ქურდად 2014 წელს აკურთხეს. ასევე ცნობილია ოზმანოვისა და შაქრო კალაშოვის ნათესაური კავშირის შესახებაც, რომელიც დღეს რუსეთში კრიმინალური სამყაროს მმართველად ითვლება.

ესპანური ციხიდან შაქრო კალაშოვის რუსეთში დაბრუნების შემდეგ, შალვა ოზმანოვი და დათო ოზმანოვი, იგივე დათო "კრასნოდარსკი", რომელსაც "ობშიაკი" გადააბარეს, კალაშოვის დაახლოებული პირები
გახდნენ. შაქროს არაპოპულარული მითითებების შესრულების შემდეგ კი ოზმანოვმა საკმაოდ ბევრი ქართველი "კანონიერი ქურდი" გადაიმტერა, მათ შორის კი "ონიანი-ჯანგველაძის" კლანის წარმომადგენლები. ხოლო ზუსტად ის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც 2011 წელს დათო ოზმანოვი ბელგიაში დაჭრეს, ამბობენ, რომ ის "კანონიერი ქურდის" წოდებას არ იმსახურებს.

სააგენტოს ცნობით, ოზმანოვები კარგად
იყენებდნენ ნათესავის, კალაშოვის ავტორიტეტს და აქამდე გაურბოდნენ ოპონენტებთან დაპირისპირებას, თუმცა მას შემდეგ, რაც კალაშოვი დააკავეს, ისინი იძულებულები გახდნენ "მთავარი ოფისი" დაეთმოთ და კრასნოდარის მხარეში გადაბარგებულიყვნენ.

შეგახსენებთ, ასევე, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში "კანონიერი ქურდი", 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე "დათო პანკისკი" მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. საქმე ეხებოდა შაქრო კალაშოვის, იგივე "შაქრო მალოდოის" ახლობელზე, ასევე "კანონიერ ქურდ" დათო ოზმანოვზე, იგივე "კრასნოდარსკიზე" 2011 წელს მომხდარ თავდასხმას, რასაც ქურდულ სამყაროში კონფლიქტის ახალი, სისხლიანი ფაზის დასაწყისად მიიჩნევენ. თავდასხმისას ოზმანოვი სასწაულად გადარჩა.

ერთ-ერთი ვერსიით, ალხანაშვილი სწორედ კალაშოვის კლანის წევრებმა მოკლეს, რადგან ის 2011 წელს, ოზმანოვზე თავდასხმაში მონაწილეობდა.



თარგმნა ნიკა გულუამ

Gogita
07 ნოემბერი 2018 18:24
და მერე?სასწრაფოდ ჩამოიყვანეთ საქართველოში,ქოცებს არჩევნების მეორე ტურის წინ გამოადგება(რამდენი ჩაცუცქულის ხმებს ჩაიბარებენ)კახაია კალაძეს(შაქროს მთავარ წარმომადგენელს საქართველოში) ე.წ. "აბშაგის" ფული კარგად აქვს დაბანდებული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და მოსახლეობის ხარჯზე (გარანტირებული ელეწტროენერგიის შესყიდვა საბაზროზე 2ჯერ უფრო მაღალ ფასში 10 წლის განმავლობაში) შაქროსა და მის საძმაკაცოს გარანტირებული აქვს საუკეთესო შემოსავალი
status quo
07 ნოემბერი 2018 17:49
ოზმანოვია ქართველი ქურდი? ვაი თქვენს პატრონს...
ტო
07 ნოემბერი 2018 16:58
ვაჰმე,ეს რა დამართლიათ ტოო?! სავსემ ნე უვაჟაიუტ რაღა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
12-11-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები