კახეთში "თიბისი ბანკიდან" TBC PAY-ს აპარატი მოიპარეს - კვირის პალიტრა

კახეთში "თიბისი ბანკიდან" TBC PAY-ს აპარატი მოიპარეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში "თიბისი ბანკიდან" TBC PAY-ს აპარატი მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდები ბანკის ფოიეში ცენტრალური კარის საშუალებით შევიდნენ. მათივე თქმით, წაღებულია 1500 ლარამდე ოდენობის თანხა.

შსს- ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.