სენაკში მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

სენაკში მამაკაცი დაჭრეს

სენაკის ცენტრში, შუახნის მამაკაცი სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს.

ის სენაკის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. მედიკოსები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"