თელავში ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

თელავში ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს "ოპელის" მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.