თელავში ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს "ოპელის" მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.