გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები, მოქალაქეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ემუქრებოდნენ - კვირის პალიტრა

გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები, მოქალაქეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ემუქრებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1999 წელს დაბადებული რ.მ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, 1981 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თანხის გადახდას სთხოვდნენ. სამართალდამცველებმა ჯ.მ. თანხის გადაცემის დროს, რ.მ. კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.