"ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა" - კვირის პალიტრა

"ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა"

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, "მერსედესის" მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.