მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - კვირის პალიტრა

მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. აქციაზე მყოფი ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა.

აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე გუშინ დაანონსეს.