კახეთში სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა - კვირის პალიტრა

კახეთში სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდატურეს.

სავარაუდო დამნაშავის დაკავებას სკოლის დირექტორიც ადასტურებს. გიორგი ბუღრიძის თქმით, პოლიციამ სკოლიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, რითაც მისი იდენტიფიცირება სამართალდამცველებმა უმოკლეს დროში მოახერხეს. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს სკოლის დირექტორმა აცნობა. პოლიციამ სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ოპერატიულად დაიწყო.

წუხელ, გვიან ღამით დააზიანეს საჯარო სკოლის ინვენტარი, მათ შორის საარქივო მასალები, ასევე, საბავშვო ბაღის ინვენტარი.

კასრისწყალი სასაზღვრო სოფელია, რომელიც დედოფლისწყაროდან 45 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა, ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.