უკრაინაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკუთარ საწარმოში ასობით ადამიანს წლების განმავლობაში უხელფასოდ ამუშავებდა - კვირის პალიტრა

უკრაინაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკუთარ საწარმოში ასობით ადამიანს წლების განმავლობაში უხელფასოდ ამუშავებდა

უკრაინაში დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი დააკავეს, რომლებიც ხალხის ექსპლუატაციით იყვნენ დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პოლიცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯგუფია წევრებს შორის არიან საქართველოს მოქალაქე და უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელთაც ოდესის ოლქში სოფლის მეურნეობის საწარმო შექმნეს, სადაც ასობით ადამიანი წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, სერგეი კნიაზევის განცხადებით, სამსახურში ძირითადად სოციალურად დაუცველი ხალხის აყვანა ხდებოდა. მათ სტაბილურ ხელფასს, საცხოვრებელსა და კვებას ჰპირდებოდნენ.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს იარაღი, ავტომობილები და ერთი მილიონი გრივნა.

"ინტერპრესნიუსი"