თანხა ვერ გაიყვეს და ერთმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა - მკვლელობა ზესტაფონში - კვირის პალიტრა

თანხა ვერ გაიყვეს და ერთმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა - მკვლელობა ზესტაფონში

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ.სტაიანშჩიკებმა თანხა ვერ გაიყვეს და დაპირისპირებისას, ერთ-ერთმა პირმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი"