ზაზა სარალიძე შსს-ში დაიბარეს - კვირის პალიტრა

ზაზა სარალიძე შსს-ში დაიბარეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ამასთან, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ზაზა სარალიძეს უკვე დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და ის დაბარებულია პოლიციის განყოფილებაში.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმალობაში ის „ფეისბუქში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს, რაზეც პროკურატურის მიერ გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"