"მირზა სუბელიანთან საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არაფერია" - კვირის პალიტრა

"მირზა სუბელიანთან საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არაფერია"

მირზა სუბელიანთან საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არაფერია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარსდგება. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესს დაესწრება მირზა სუბელიანიც.

"მირზა სუბელიანის საქმეზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარვსდგებით. ჩვენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს სადაოდ არ ვხდით გარდა ერთისა და მოხდება მხოლოდ ამ ერთი მტკიცებულების მოკვლევა. საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არ არის. დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმებისთვის არ მიუმართავს", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"