"ყველაფერი კეთდება, რომ ორი ადამიანის პოვნა მოხდეს - შენობის შიგნით მუშაობა საფრთხის შემცველია"
15-11-2018
სამაშველო ღონისძიება გადამწყვეტ ფაზაშია და იმედია მალე დასრულდება,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომელიც ზემო ფონიჭალაში იმყოფება.

"სამაშველო ღონისძიება არის გადამწყვეტ ფაზაში და იმედია მალე დასრულდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ორი ადამიანის გადარჩენა და პოვნა მოხდეს. მერიის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ. მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. საფრთხის შემცველია შენობის შიგნით მუშაობა. რთული მდგომარეობაა",- განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე 30-მდე მაშველი და მერიის შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა
გამოიწვია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით