"ჩემს მიმართ იყო შეტყობინება, რომ სანამ "ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო"
15-11-2018
"ჩემს მიმართ იყო შეტყობინება, რომ სანამ "ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო"
ფეისბუქ პოსტებისთვის ადრე ყურადღება არ მიმიქცევია, რადგანაც ათასში ერთი იყო, თუმცა ახლა მასიური ხასიათი მიიღო, - ამის შესახებ გამოკითხვიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საჭიროა გამოძიებამ გაარკვიოს, თუ რატომ ხდება მის მიმართ მსგავსი შეტყობინებების გაგზავნა და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

"ფეისბუქ პოსტებისთვის ადრე ყურადღება არ მიმიქცევია, რადგანაც ათასში ერთი იყო, თუმცა ახლა მასიური ხასიათი მიიღო, არა მარტო ფეისბუქ პოსტებმა, არამედ
მთელი ხელისუფლება საუბრობს დესტაბილიზაციაზე და ჩვენს მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოძიება დაიწყოს ამ თემაზე. რატომ საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლები დესტაბილიზაციაზე? მაგალითად, გია გაჩეჩილაძემ მოგვიწოდა სიფრთხილისკენ
და საინტერესოა რატომ მოგვიწოდა სიფრთხილისკენ. პირად შეტყობინებაში არ იყო პირადი მუქარა, თუმცა იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები, "გადაშენდი აქედან" და ა.შ. ასევე იყო ერთი შეტყობინება, რომ "სანამ ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო",- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში 3 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ. საქმე ეხება სარალიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებას.

გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო


გოგა
17 ნოემბერი 2018 00:42
ბატონო ზაზა ნაცებს თუ ნკლებად მიენობი სამართლს და ხლი სითბოსა მოიპოვებთ

რედაქტორის რჩევით