უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გარდაიცვალა

უკრაინაში შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, გია ცერცვაძე გარდაიცვალა. გია ცერცვაძის გარდაცვალების მიზეზად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ცერცვაძე მონაწილეობას ღებულობდა როგორც რუსეთ-საქართველოს ომში, ასევე იყო უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ის 2017 წელს, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით, უკრაინაში დააკავეს. მას ბრალად 2003 წელს განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედებოდა.

ცერცვაძის დაკავებას მოჰყვა უკრაინის ოპოზიციონერი დეპუტატების და პარტიების პროტესტი, მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ცერცვაძის დაკავებას რუსეთის მხრიდან შურისძიებას უკავშირებდა. მოგვიანებით, აქციების ფონზე, ცერცვაძე უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, საქმეზე კი ძიება შეწყდა.

"ინტერპრესნიუსი"