გორის ცენტრში, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის სამძებრო ღონისძიებები დღესაც გაგრძელდება
17-11-2018
გორის ცენტრში, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის სამძებრო ღონისძიებები დღესაც გაგრძელდება
გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკველობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გორში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა და შესაბამისად, გუშინ საღამოს აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა.

წუხელ მიმდინარე სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცხედრის აღმოჩენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

პოლიციის ოპერატიული ლენტით ტერიტორია დღესაც
შემოსაზღვრულია.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დაკარგული ბავშვის მშობლები და ნათესავები.

ზაქრო ბერძნიშვილის ახლობლები კულტურისა და დასვენების პარკში ამჟამადაც იმყოფებიან. მათი განცხადებით, 2004 წელს, როდესაც ბავშვი დაიკარგა და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, მათ შორის ძებნის პროცესში ჩართულები იყვნენ კინოლოგებიც, ძაღლმა კვალი სწორედ კულტურისა და
დასვენების პარკის მიმართულებით აიღო და კვალი სწორედ იმ ადგილას დაკარგა, სადაც სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით