ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს

ბათუმში 14 წლის ბიჭი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. მას ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. დაჭრილი მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, 14 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"