თბილისში ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს ავტომანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

თბილისში ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, "მერსედესის" მარკის "ჯიპი" ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

"ინტერპრესნიუსი"