"როგორც ჩანს აერიათ საწვავი და ცეცხლის ასანთებად ბენზინი გამოიყენეს" - რა მოხდა ხობში?
19-11-2018
"როგორც ჩანს აერიათ საწვავი და ცეცხლის ასანთებად  ბენზინი გამოიყენეს" - რა მოხდა ხობში?
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამეგრელოში, სოფელ ხეთაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, დაშავებულების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.

"ზუსტად რა მოხდა ვერ გეტყვით, არ გვქონდა საკმარისი დრო ამისთვის. რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, მძიმეა, ჩვენ გამოვიძახეთ რეანიმობილები და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ. სულ დაშავებულია 7 ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები. მე ვესაუბრე ოჯახის მამასაც, რომელიც ყველაზე
მსუბუქ მდგომარეობაშია და არაფერი სერიოზული არ სჭირს. როგორც ჩანს მათ აერიათ საწვავი და ცეცხლის ასანთებად ბენზინი გამოიყენეს, რამაც აფეთქება გამოიწვია. ვფიქრობ, რომ "ევექსი" და ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრი გადავარჩინოთ, პირველ რიგში ბავშვები. შესაბამისად, ამიტომ ხდება რეანომობილების მობილიზება მთელი დასავლეთ საქართველოდან.
იმედი მაქვს, რომ შედეგი ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით