"ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ" - რას ამბობს გიორგი გახარია რუსი კინემატოგრაფისტების გაძევებაზე? - კვირის პალიტრა

"ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ" - რას ამბობს გიორგი გახარია რუსი კინემატოგრაფისტების გაძევებაზე?

რუსი კინემატოგრაფისტების მიერ დარღვეული იყო "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში შემოსვლაზე რუსი კინემატოგრაფისტებისთვის უარის თქმის გადაწყვეტილებას.

"ეს ხდებოდა რამდენიმე საათის უკან, როდესაც ჩვენ გზაში ვიყავით. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ჩვენ ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ. რაც გავაკეთეთ, მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სამ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა. აღნიშნული პირები რუსეთის იმ დელეგაციის წევრები არიან, რომლებსაც კინემატოგრაფიულ ფესტივალში "პაემანი რუსეთთან" უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ისინი საქართველოში დღეს მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ.