"ვიცი, რომ აქვს ჭრილობა მუცლის არეში" - ახალგაზრდა მამაკაცი , სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ აქვს ჭრილობა მუცლის არეში" - ახალგაზრდა მამაკაცი , სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი , სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. მას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. "ვიცი, რომ აქვს შემღწევი ჭრილობა მუცლის არეში და პირდაპირ შეიყვანეს საოპერაციოში, მეტს ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა მან.

დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მვკლელობის მცდელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამძოებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუისი"