"პროსტიტუციაში ჩართულ მოზარდთა დაახლოებით 20% შეძლებული ოჯახებიდან არის"
"პროსტიტუციაში ჩართულ მოზარდთა დაახლოებით 20% შეძლებული ოჯახებიდან არის"
"რუსთავში არასრულწლოვანთა პროსტიტუციას 30 წლამდე აზერბაიჯანელი მამაკაცი კურირებს"

საქართველოს ანტიკორუფციული­ კავშირის თავმჯდომარე გიორგი­ ბურჯანაძე ამბობს, რომ ბოლო დროს არასრულწლოვანთა პრო­სტ­იტუციაში ჩართვის შემთხვევები გახშირდა.

- არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში­ ჩართვა ერთ-ერთი მწვავე თემაა. ვცდილობთ­ შევისწავლოთ საქართველოში არსებული ყველა ის წერტილი, სადაც ეს პრობლემა მწვ­ავედ დგას. ბოლო პერიოდში ის წერტილებიც, რომლებიც არ იყო მაინცდამაინც საგანგაშო, გააქტიურდა. ამ ნუსხას ქალაქი რუსთავი შეემატა.

ორი თვეა ინტენსიურად ვიღებთ მოსა­ხლეობისგან ინფ­ო­რმაციას, რომ არასრულწლოვანი გოგონები ჩართ­ული არიან სექსუალურ მომსახურებაში.
მათი კლიენტები, ძირითადად, უცხოური ტრაილერებისა და ავტობუსების მძღოლ­ები არიან. ჩვენი ინფორმაციით, თბილისში მცხოვრები­ აზერბაიჯან­ული წარმოშობის 30 წლამდე მამაკაცი კურირებს ამ საქ­მეს. კახეთშიც იკვეთება ტრაილერების მძღოლებზე მომსახურება.
თბილისის შემდეგ, ბათ­უმია მეორე ადგილზე, მესამეზე რუსთავია, რომელსაც თითქმის არ უდებს ტოლს ქუთაისი, ამას მოსდევს კახეთის ერთ-ერთი რაიონი, ხაშური
და ა.შ.

ბავშვები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული, დადიან ბოლო მოდელის მობილური ტელეფონებით, არ აკლიათ ჩაცმა-დახურვა, ფული... ეს ყველაფერი სასურველი ხდება მათი თანატოლებისთვისაც, რომელთა უმრავლესობა სოციალურად გაჭირვებული ოჯახების შვილები არიან. თუმცა­ პროსტიტუციაში ჩართულ მოზარდთა დაახლოებით 20% შეძლებული ოჯახებიდან არის.

- ისინი რა მოტივით ერთვებიან პროსტ­ი­­ტ­უ­ციაში?
- როგორც ჩვენი ორგანიზაციის წევ­რებთან ამბობენ, ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნას არიდებენ თავს. გასა­რთობ ადგილებში გავიცანით ამ საქმეში ჩართული თანატოლებიო. ასეთი ბავშვები დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდ­იან, როდესაც `კეთილისმსურველების~ კლანჭებში აღმოჩნდებიან.

- ოჯახში არ ეკითხებიან, ღამეს სად ათევენ?
- რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ რამ­დენიმე გოგონას. ერთმა გვითხრა, მშობლებს ჰგონიათ, რომ საკერავ ფაბრიკაში ვმუშაობ, ღამის ცვლაშიო. ერთ-ერთმა, დედაჩემმა იცის, რომ ლესელიძის ქუჩაზე სად­ღეღამისო კვების ობიექტში ვმუშაობო.
როდესაც პროსტიტუციაში ჩართულ არასრულწლოვნებზე ვსაუბრობთ, აქცენტი უფრო გოგონებზე მაქვს, თუმცა ბიჭებიც არიან ჩართულნი ამ საქმეში. არასრულწლოვნების სექსუ­ალურ მომსახურებაზე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებში. ტურისტებად შემოდინებულთა 10-15% სწორედ ამისთვის ჩამოდის საქართველოში.

არაერთი დასკვნა გვაქვს, სადაც ვწერთ, რომ ღამის საათებში თურქეთიდან ინტენსიურად შემოდიან მამაკაცები. უმრავლესობა­ ბათუმში სექსმომსახურების მისაღებად მოდის და რამდენიმე საათში უკან ბრუნდება. სხვათა შორის, ბათუმელმა ტაქსისტებმა კარგად იციან, სად რა ხდება. ერთ-ერთმა გვიამბო, ერთს არასრულწლოვანთან გართობა უნდოდა და სასტუმროში­ დავტოვე, მეორეს მამაკაცის სექსუალური მომსახურება სურდა, ის სხვაგან მივიყვანე და მესამე კაზინოსთან ჩამოვსვიო...

ერთ-ერთ სასტუმროში ჩვენი ორგანიზ­აციის თანამშრომელი უცხო ქვეყნის მოქალაქე შევუშვით, რომელიც მეპატრონე ქალს სასტუმროს მყიდველად გაეცნო (მეპატრონე წარსულში პროსტიტუციისთვის ფართობის­ გადაცემის მუხლით იხდიდა სასჯელს და დღესაც ანალოგიურ საქმიანობას ეწევა). მოლ­აპარაკებისას გამყიდველი ჰპირდებოდა ჩვენს თანამშრომელს, რომ საქმეს­ დაულაგებდა შსს-ს თანამშრომლებთან, კერძოდ, შსს-სგან მიიღებდა გარანტიას, გააცნობდა პირებს, რომლებიც მფარველობას გაუწევ­დნენ ამ საქმეში. იმასაც დაჰპირდა, სექსმუშაკ გოგონებს უკლებლივ დაგიტოვებო. მისი თქმით, ამ საქმიანობით დღეში მოგებას 2.000 ლარს ნახავდა. ჩვენმა თანამშრომელმა ჰკითხა: თუ ასეთ მოგებას გიტ­ოვებს ეს სასტუმრო, რატომ ყიდიო? რაზეც უპასუხა, ბანკის ვალი მაქვს, თუ არ გადავიხადე, ქონებას დამიყადაღებენ, ამიტომ ამ ობიექტს გავყიდი, ქალაქის რამდენიმე უბანში რამდენიმე ობიექტი კიდევ მაქვსო.

- სექსუალურ მომსახურებაში არასრულ­წლოვანი ბიჭებიც არიან ჩართულნიო, ბრძანეთ. ამ მიმართულებით გაქვთ ინფორმაცია?
- რამდენიმე თვის წინ აღმაშენებელზე, ერთ-ერთი დაწესებულებიდან­ ბიჭი შინ ისეთ მდგომარეობაში დაბრუნდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გახდა გამოსაძა­ხებელი. როგორც მეზობლებმა გვიამბეს, ბიჭი რამდენიმე მამაკაცს გაუუპატიურებია.

- რა მიგაჩნიათ პრობლემის მოგვარების გზად?
- მშობელმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვს. ბავშვების 95% უჩივის ოჯახურ ძალადობას...

- ბავშვები მერხთან რომ უნდა ისხდნენ, იმ დროს სექსუალურ მომსახურებას ეწევიან. ასეთ დროს სკოლა რა ღონისძიებას მიმართავს?
- ეჭვი თუ გაჩნდა, დირექტორი აცნ­ობებს შსს-ს. კანონში შავით თეთრზე წერია, რომ აკრძალულია არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩართვა, რომ საქართველოში პროსტიტუციისთვის ფართობის გადა­ცემა კანონით ისჯება. ერთეულების გარდა, გინახავთ პროსტიტუციისთვის ფართობის გადაცემაზე დაჭერილი? კანონი დაწერილია, დადგენილებები არსებობს, საჭიროა აღსრულება.


მარტივილოგიკა
15 დეკემბერი 2018 10:01
მუდელს და დრაქს ვერ ამოუკერავთ. ასე იქნება სანამ ლეგალური არ გახთება ეს ბიზნესი. ის მაინც გვეცოდინება ვისი სკრიპკა ვის როიალშია.
მოქალაქე
14 დეკემბერი 2018 12:33
აუცილებლად უნდა წავიდეს ყველა მთავრობა ვინც ასეთ სიბინძურეზე თვალს ხუჭავს და ახალგაზრდობას ამ გზაზე აყენებს.............ეს ხომ ერის გადაშენების დასაწყისიაა???????რატომ მალავთ იმ ქალთა სახელებს და გვარებს ვინც ამ საქმეშია ჩართული???????? ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალგაზრდა მამაკაცები რომ არ ქორწინდებიან საქართველოში---როცა ეს " ქალბატონები" ასეთ რამით კავდებიან ხმა ხომ გადის რა ხდება ირგვლივ?????????????? მე მშობელი ვარ 2 დასაქორწინებელი ვაჟი მყავს აი ასეთ რამეებს რომ ხედავენ და ესმით არც ერთს დაქორწინება არ უნდა..........რა ვქნა თავი მოვიკლა გეკითხებით ხალხოოოოოო????????????? ღვთისგულისათვის არ დამიბლოკოთ.....
კ ო მ ბ ლ ე
13 დეკემბერი 2018 18:59
აბა რა გეგონათ, ამათ ფული უჭირთ და იმიტომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ???

რუბრიკის სხვა სიახლეები