ვინ არის ლუკა ჩხეტია და რატომ დააკავეს თბილისში, უკრაინის 6 სხვა მოქალაქესთან ერთად? - რას ამბობს შსს? - კვირის პალიტრა

ვინ არის ლუკა ჩხეტია და რატომ დააკავეს თბილისში, უკრაინის 6 სხვა მოქალაქესთან ერთად? - რას ამბობს შსს?

2 დეკემბერს,  გამთენიისას, თბილისში, სასტუმრო "ალიანსში" სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც უკრაინის  7 მოქალაქე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. მისი ოჯახი ამბობს, რომ ჩხეტია დღეს, 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ისინი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

"დამირეკა გამომძიებელმა, დაახლოებით, 10:00 საათზე და მითხრა, რომ ლუკა დაკავებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. მეტი არაფერი უთქვამს. ეს არის პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს დაგეგმილ მშვიდობიან აქციაში უნდოდა მონაწილეობის მიღება და ოპოზიციურად არის განწყობილი. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბრალდება მოგონილია და იარაღი ჩაუდეს. ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, ჩასაფრებულები იყვნენ, როდის გამოდკვეთდა საზღვარს, მუდმივად ჩართული იყო ჩვენი "ფეისბუქის“ გვერდები და ეძებნენ რაღაცას, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიაგნეს“, - განუცხადა დაკავებულის დამ, მარინა ჩხეტიამ "ინტერპრესნიუსს".

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მარინა ჩხეტიას თქმით, მას ინფორმაცია მათ შესახებ არ აქვს.

ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანადე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.

შსს ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს