რა დანაშაულს უკავშირდება მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის დაკავება?
რა დანაშაულს უკავშირდება მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის დაკავება?
პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის, გიორგი რაზმაძის დაკავება, წარსულში რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმე ეხება მიმდინარე წელს ჩადენილ ორ დანაშაულს. ერთ შემთხვევაში გიორგი რაზმაძეს ბრალი ადამიანის დაჭრაში ედება, მეორე შემთხვევაში კი - პირის ცემაში.

სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც გოგოჭური და რაზმაძე დააკავეს, წუხელ ჩატარდა. აღნიშნული ბინა გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა. ბინიდან ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2
პისტოლეტი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სპეცრაზმის გამოჩენისას ბინის აივნიდან გადაყარეს.


"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები