ქალის მკვლელობაში ბრალდებულს გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

ქალის მკვლელობაში ბრალდებულს გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

26 ნოემბერს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალი ხდება ცნობილი. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 45 წლის სვეტლანა ამოევის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის გ.ხ-ს ბრალი დაუმძიმდა და გაუპატიურების მცდელობაც ედება ბრალად. გამოძიება განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მკვლელობა 26 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. 25 წლის მდგმურმა ბინის დიასახლისი ცივი იარაღით მოკლა. მოკლული 45 წლის სვეტლანა ამოევია. (გაგრძელება)