ქვეითად მოსიარულე მამაკაცი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქვეითად მოსიარულე მამაკაცი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. ავარია საპატრულო პოლიციის შენობასთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცს სამარშუტო მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას კვეთდა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ახცადებენ, რომ იგი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

"ინტერპრესნიუსი"