ვინ იყო ქვეითად მოსიარულე მამაკაცი, რომელიც მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის შენობასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი შს სამინისტროს ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.
უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
"ინტერპრესნიუსი"