ვინ იყო ქვეითად მოსიარულე მამაკაცი, რომელიც მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვინ იყო ქვეითად მოსიარულე მამაკაცი, რომელიც მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის შენობასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი შს სამინისტროს ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

"ინტერპრესნიუსი"