მცხეთასთან ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა - მძღოლი ადგილიდან მიიმალა - კვირის პალიტრა

მცხეთასთან ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა - მძღოლი ადგილიდან მიიმალა

მცხეთასთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. მომხდარის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს მძღოლის სამძებრო სამუშაოები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"