საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს - კვირის პალიტრა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. ის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მეორე თანამშრომელიც, თუმცა მას მცირე ნაკაწრი აღენიშნება.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხეულის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.

"დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აღნიშნავენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"