ვინ იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვინ იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

შსს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, როგორც შსს-ში განაცხადეს, დანიშნულია ექსპერტიზა.

არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორი ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. შემთხვევა გუშინ მოხდა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის დიმა გორგიძეა.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა უკვე გადაასვენეს ქუთაისში.

"ინტერპრესნიუსი"